Wednesday, July 16, 2014



მეცხრე დღე




                  დღეს ბოლო დღეა, წარვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები, ვიყავით თეთრი და შავი ოპონენტები. ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი მითითებები მოვისმინეთ ერთმანეთისაგან, მე პირადად კარგად დავინახე ჩემი სუსტი მხარე და ვეცდები ვიმუშაო მის ამაღლებაზე, რათა მომავალში ეფექტურად გამოვიყენო პროექტებით სწავლების მეთოდი სასწავლო პროცესში. მადლობას ვუხდი ყველას ვინც ამ პროექტზე იმუშავა.

Sunday, July 13, 2014





მერვე დღე


         განვიხილეთ ერთმანეთის პროექტების გეგმის დასრულებული შაბლონი, გავიგე როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

Thursday, July 10, 2014

მეშვიდე დღე




     განვიხილეთ ერმანეთის ნაშრომი, მივიღე სასარგებლო რჩევები, განვიხილეთ მოდული 6 - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ვისაუბრეთ მოსწავლეთა დიფერენციაზე და საჭიროების განსაზღვრა, Youtube-იდან ბლოგზე ვიდეოს ჩაშენება, მოკლედ საინტერესო დღე იყო.

Tuesday, July 8, 2014

მეექვსე დღე



          განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ნიმუში,როგორ ხედავს მოსწავლე სასწავლო პროცესს, ვისაუბრეთ პრეზენტაციის ნიმუშის შექმნაზე, მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები დაშეფასების ფორმების შედგენა. 

Tuesday, July 1, 2014

მეოთხე დღე.

განვიხილეთ ჩვენს მიერ შედგენილი პროექტის გეგმა, მივიღეთ სასარგებლო მითითებები, რომელსაც გავითვალისწინებ ამ გეგმის სრულყოფისთვის. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, პროექტის გეგმას შევუსაბამეთ აქტივობები და შეფასების რუბრიკები, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები. დავალებად მოგვეცა საპრეზენტაციო სლაიდის შექმნა power point-ში ჩვენს საპროექტო თემაზე, ვფიქრობ საინტერესო სამუშაო მელოდება წინ

Saturday, June 28, 2014





მესამე დღე - 28 ივნისი


                  მოკლე მიმოხილვა გვქონდა ჩვენს მიერ შექმნილ ბროშურებზე, გვანცამ მოგვცა რჩევები და მითითებები. გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, საკვანძო კითხვების ნიმუშებს. ჩემი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი ავტვირთე ბლოგზე და დრაივზე. ვფიქრობ დღევანდელი დღ დზალიან ნაყოფიერი იყო და გამოიღებს შედეგს.

Friday, June 27, 2014

დღე მეორე



        სამწუხაროდ, პირველ დღეს, ტექნიკური ხარვეზების გამო, ვერ მოხერხდა ბლოგის შექმნა, ამიტომაც არ მაქვს გაკეთებული პირველი დღის რეფლექსია.

        მეორე დღე

        მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების მონახაზები, ვაძლევდით და ვღებულობდით რჩევებს, ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს. გავეცანი სასწავლო  პროექტის პორტფოლი-ოს, მოთხოვნებს, პროექტის მახასიათებლებს, პუბლიკაციის მომზადებას, დაგეგმვას, ვიმუ-შავე პუბლიკაციაზე - WORD-ში შევქმენი ახალი ფაილი, ვისწავლე ბროშურის შექმნა, სუ-რათების გადმოტვირთვა. ვფიქრობ მიღებული ცოდნა დამეხმარება შემდეგი ეტაპის წარ-მატებით გავლაში.